Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში სტალინის ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს


წუხელ ტყიბულში განხორციელდა იოსებ სტალინის ძეგლის დემონტაჟი. მანამდე პოლიციამ ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მიმავალი გზები გადაკეტა. დემონტაჟმა უინციდენტოდ ჩაიარა. ქალაქის მესვეურთა განცხადებით, ძეგლის აღება განხორციელდა ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, რაც ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ტყიბულში სტალინის ძეგლი ჯერ კიდევ მისსავე სიცოცხლეში აღიმართა, მაგრამ 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში აღებულ იქნა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ძეგლი ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს. პარასკევს, გამთენიისას, სტალინის ძეგლი საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქ გორშიც მოხსნეს.
XS
SM
MD
LG