Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი იმართება


ყირგიზეთში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების პირობებში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი იმართება. დროებითმა ლიდერმა, როზა ოტუნბაევამ ხმა მისცა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში - სადაც ეთნიკურ ნიადაგზე ახლახან მომხდარ ძალადობას სულ მცირე 275 ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი რეფერენდუმი ოტუნბაევას მთავრობას ლეგიტიმურს გახდის. ეს მთავრობა ხელისუფლებაში რევოლუციის შედეგად მოვიდა, რომლის დროსაც დაამხეს ყოფილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი. ამასთან, რეფერენდუმი ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების გამართვისთვის საჭირო ნიადაგს შექმნის. ოტუნბაევას თქმით, რეფერენდუმში მონაწილეობით ხალხი აჩვენებს, რომ ქვეყანა ერთიან პოზიციაზე დგას: „რეფერენდუმმა სამართლებრივ სიბრტყეში უნდა გადაგვიყვანოს. ეს იქნება ამ ამ რეფერენდუმის დადებითი შედეგი. ხალხი დღეს ხმას აძლევს ყირგიზეთის სტაბილურობას, კანონიერ მთავრობასო" - განაცხადა ოტუნბაევამ. ოშიდან მოსული ცნობების თანახმად, რეგიონში დღეს სიმშვიდეა. ახალი კონსტიტუცია დიდწილად შეკვეცავს პრეზიდენტის უფლებებს, და ყირგიზეთს შუა აზიის პირველ საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG