Accessibility links

logo-print

დიდი რვიანის წევრებმა ჩრდილოეთ კორეის და ირანის შესახებ იმსჯელეს


დიდი რვიანის წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ახლახან გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთ კორეის საბრძოლო გემი ჩაძირა - და ირანს მოუწოდეს მეტი გააკეთოს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. გავრცელებული განცხადების პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ირანს მოუწოდეს „გამჭვირვალე დიალოგი“ აწარმოოს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღაზაში ამჟამად არსებული დაძაბულობის უცვლელად შენარჩუნება დაუშვებელია. პარალელურად, ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ, განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეერთებულ შტატებთან კავშირების განმტკიცება სურს. ამ მხრივ „რეალური პროგრესი“ უკვე მიღწეულიაო - უთხრა მან ჟურნალისტებს სამიტის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG