Accessibility links

ბარაკ ობამამ ჰუ ძინტაო ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა


ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ, მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინადადება ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლის შესახებ, რომლითაც ობამამ მას კანადაში, დიდი ოცეულის სამიტის დროს მიმართა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტის ზუსტ თარიღს ორი ქვეყნის წარმომადგენლები დაადგენენ. აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოება იყო ვალუტის გაცვლის კურსის, ვაჭრობის საკითხების და ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ახლახან ჩინეთმა თანხმობა განაცხადა თავისი ვალუტის რეგულირების შემსუბუქებაზე - მაგრამ აშშ-ში ბევრი მაინც აცხადებს, რომ მისი ღირებულება დაწეულია, რაც ჩინეთს უსამართლო უპირატესობას ანიჭებს სავაჭრო პროცესებში.
XS
SM
MD
LG