Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორონტოში დიდი ოცეულის შეხვედრის გამო პროტესტს ძალადობა მოჰყვა


შაბათს ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტორონტოს ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც დიდი ოცეულის სამიტის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მონაწილეთა ნაწილი ცეცხლს უკიდებდა პოლიციის მანქანებს და ამსხვრევდა მაღაზიების, ბანკებისა და კაფეების ვიტრინებს. ამგვარ ქმედებებს ძირითადად შავი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი, „ანარქისტებად“ წოდებული ინდივიდები ჩადიოდნენ - რომლებიც თავდაპირველ მშვიდობიან მსვლელობას გამოეყვნენ. ტორონტოს პოლიციის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ათეულობით პირი დააკავეს.
XS
SM
MD
LG