Accessibility links

logo-print

მაიკლ ჯექსონის ნაქონი ხელთათმანი 190,000 დოლარად გაიყიდა


თვლებით მორთული ხელთათმანი, რომელიც ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს, მაიკლ ჯექსონს 1984 წელს, „გამარჯვების ტურნეს“ დროს ეცვა, ლას-ვეგასში გამართულ აუქციონზე 190,000-ს დოლარად გაიყიდა. „სვაროვსკის“ სამკაულების სახლში დამუშაგვებული თვლებით მორთული ეს ხელთათმანი ნაწილია ჯექსონთან დაკავშირებული ნივთების კოლექციისა, რომელიც გასაყიდად მუსიკოსის სიკვდილის პირველ წლისთავზე გაიტანეს. ხელთათმანის ფასმა წინასწარ ნავარაუდევ ღირებულებას ათჯერ გადააჭარბა. ის ლოს-ანჯელესის მცხოვრებმა ქალმა იყიდა.
XS
SM
MD
LG