Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი ლიდერის თქმით, ყირგიზეთმა მიიღო ახალი კონსტიტუცია


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი, როზა ოტუნბაევა აცხადებს, რომ დღეს გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა.საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ოტუნბაევამ თქვა - „დღეს გამარჯვებას მივაღწიეთ ხალხისთვის ნამდვილი მთავრობის შექმნის გზაზეო“. ჯერჯერობით დათვლილია საარჩევნო უბნების 40 პროცენტის შედეგები - და როგორც იუწყებიან, კონსტიტუციის პროექტს 90 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვს. ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებებს დიდწილად შეკვეცავს და ყირგიზეთს შუა აზიის პირველ საპარლამენტო რესპუბლიკად აქცევს. ამომრჩევლის აქტიურობამ, როგორც აცხადებენ, 70 პროცენტს მიაღწია. ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე ახლახან მომხდარ ძალადობას სულ მცირე 275 ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 400,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულად იქცა. ოტუნბაევას მთავრობა ხელისუფლებაში აპრილში მომხდარი რევოლუციის შედეგად მოვიდა - ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG