Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა სამხედრო ოპერაციების გაძლიერებას უკავშირდება


ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში საერთაშორისო ძალების სამხედროების სიკვდილის შემთხვევების გახშირებას
თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ინტენსიფიკაცია იწვევს. ამ განმარტებამდე ალიანსმა კიდევ სამი სამხედროს სიკვდილის ცნობა გაავრცელა, რამაც მიმდინარე თვეში ავღანეთში მოკლული უცხოელი ჯარისკაცების რიცხვი სულ მცირე 91-ს გაუტოლა. 2001 წელს ომის დაწყების შემდეგ ეს ცალკეული თვის ყველაზე სისხლიანი მაჩვენებელია. მაგრამ ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ძალების წარმომადგენლის თქმით, ეს მაჩვენებელი მოწმობს, რომ ალიანსი თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის დამატებით გადაყვანით.
XS
SM
MD
LG