Accessibility links

logo-print
28 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაკა ესაიაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი. დღეს თბილისში გაიხსნა კონფერენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელზეც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია მოხდება. მაკა ესაიაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ამ მიმართულებებზე ისაუბრა. რაც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მან ჩამოთვალა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა დიდი ნაწილი ამავე დროს დახმარების დონორიც არის. დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი ვარიანტი მინისტრთა კაბინეტმა 2010 წლის 19 მაისს დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG