Accessibility links

logo-print

სტუდენტები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს აპროტესტებენ


ქართველი სტუდენტები დღეს, პარლამენტის შენობასთან, მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ საგადასახადო კოდექსს გააპროტესტებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა სოციალისტებიდან" აცნობეს, საპროტესტო აქციაზე სტუდენტები იმ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვლენ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს საგადასახადო შეღავათები ეხსნებათ და დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაიბეგრებიან. აქციის შემდეგ სტუდენტები ბრიფინგს გამართავენ და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სახელზე მიმართვას გაავრცელებენ.

XS
SM
MD
LG