Accessibility links

logo-print

პარლამენტი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილების დასამტკიცებლად მზადებას იწყებს


დღეიდან პარლამენტი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილების დასამტკიცებლად მზადებას იწყებს. მთავრობაში ახალი სამინისტრო იქმნება. კერძოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამოეყოფა. სატრანსპორტო ადმინისტრაცია რეგინული მართვისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს შემადგენლობიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ცვლილებაა ეკონომიკის სამინისტროს სახელწოდებაშიც – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაერქმევა.

XS
SM
MD
LG