Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად ნატოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ავღანეთში აფეთქების შედეგად, ნატოს შეიარაღებული ძალების კიდევ ოთხი ნორვეგიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რის შედეგადაც, ავღანეთში დაღუპული ნორვეგიელების რიცხვი ათამდე გაიზარდა. მიმდინარე თვეში ნატოს შეარაღებულმა ძალებმა ავღანეთში 90 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ავღანეთში ომის დაწყებიდან, ანუ 2001 წლიდან, ნატოს ძალებისათვის ეს რიცხვი, ერთ თვეში ყველაზე დიდი დანაკარგია. შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის ლეონ პანეტას განცხადენით, მიუხედავად არაერთი წარმატებისა ალ ყაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ, ომი ავღანეთში იმაზე მძიმე და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

XS
SM
MD
LG