Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთს ახალი კონსტიტუცია აქვს


როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი, როზა ოტუნბაევა აცხადებს, ყირგიზეთის მოსახელობამ რეფერენდუმის შედეგად ახალ კონსტიტუციას მისცა ხმა: ”ეს ჩვენი რესპუბლიკისათვის ისტორიული დღეა. ჩვენ გვჯერა, რომ რეფერენდუმი შედგა. მიუხედავად კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამწვავებული სიტუაციისა, ახალი კონსტიტუცია მიღებულია. რეფერენდუმზე ყირგიზეთის მოსახელობის 50 პროცენტზე მეტი მოვიდა, ამით ყირგიზეთის მოსახელობამ დიდი წერტილი დაუსვა ყირგიზეთში, ავტორიტარულ, ოჯახურ მმართველობას, რომელიც წინა ორი პრეზიდენტის მმართველობის დროს იყო”, - აცხადებს ოტუნბაევა. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმს ეთნიკურ ნიადაგზე წინ უძღოდა სისხლიანი შეტაკებები, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების შედეგად, ახალ კონსტიტუციას რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა მისცა ხმა. საბოლოო შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მნიშვნმელოვნად უმცირდება უფლება-მოსილება და ყირგიზეთი გარდაიქმნება შუა აზიაში პირველ საპარლამენტო რესპუბლიკად,

XS
SM
MD
LG