Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აღარ არის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აღარ არის. მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გრიგოლ ვაშაძისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება დიდი მსჯელობის შემდეგ, 23 ივნისს მიიღო. ვაშაძემ პრეზიდენტ მედვედევს რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით შარშან, ნოემბერში მიმართა. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევა დუმის რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG