Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს


საქართველოს მთავრობა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრისას ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულების საკითხები განიხილება. აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 5 ივლისს ეწვევა.
XS
SM
MD
LG