Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის უწყების დირექტორი ავღანეთში ხანგრძლივ მისიას მოელის


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი ლეონ პანეტა ვარაუდობს, რომ ომი ავღანეთში მოსალოდნელზე უფრო მძიმე და ხანგრძლივი იქნება, ალ-ყაიდისა და თალიბანის წინააღმდეგ მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად. პანეტას თქმით, შეერთებულ შტატებს საქმე აქვს ქვეყანასთან, რომელსაც აქვს მმართველობის, კორუფციის, ნარკოტიკების ტრეფიკინგის, თალიბანის ამბოხების პრობლემები. როგორც პანეტამ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები წინსვლას აღწევს, ეს წინსვლა „უფრო მძიმეა, უფრო ნელია“, ვიდრე, პანეტას აზრით, ყველა მოელოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას, კანადაში "დიდი ოცეულის" სამიტის ბოლოს, პრეს-კნოფერენციაზე გამოსვლისას დაიცვა ავღანეთში აშშ-ის სტრატეგია. მისივე თქმით, შეერთებული შტატები კიდევ „დიდი ხანი“ გაუწევს მხარდაჭერას ავღანელებს.
XS
SM
MD
LG