Accessibility links

logo-print

პაკისტანში 15 ადამიანი შეიწირა გაზით სავსე ავტოცისტერნის აფეთქებამ


პაკისტანის ქალაქ ჰიდერაბადში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა ბუნებრივი აირით სავსე ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად, დაიჭრა 40 ადამიანი. მთავრობის პრეს-მდივანმა აფეთქებას ავარია უწოდა, მისი განცხადებით, ის ტერაქტს არ გამოუწვევია. ჰიდერაბადი სამხრეთ პაკისტანში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG