Accessibility links

logo-print

ჩეხეთს ახალი პერმიერ-მინისტრი ჰყავს: სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პეტრ ნეჩასი


ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პეტრ ნეჩასი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. მემარჯვენე-ცენტრისტიული სამოქალაქო დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც კიდევ ორი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია შედის - „ტოპ 09“ და "საზოგადოებრივი საქმეები". გასული თვის არჩევნების შედეგად, მა 118 მანდატი ერგოთ სულ 200-ადგილიან პარლამენტში. ნეჩასი საფინანსო რეფორმის და კორუფციასთან ბრძოლის დაპირებებით გამოდის.
XS
SM
MD
LG