Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში უთანხმოებას იწვევს „საბჭოთა ოკუპაციის დღის“ აღნიშვნა


მოლადვეთში დღეს პირველად აღნიშნავენ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, რომელიც გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის, პროდასავლური ორიენტაციის მიჰაი გიმპუს ინიციატივით შემოიღეს. 70 წლის წინ, 1940 წლის 28 ივნისს საბჭოთა ჯარებმა განახორციელეს ბესარაბიის - რუმინეთის კუთვნილი რეგიონის - ანექსია. ისტორიული ბესარაბიის ტერიტორია მას შემდეგ მეტწილად მოლდავეთშია. რუსეთი კრიტიკით გამოეხმაურა მოლდავეთში „საბჭოთა ოკუპაციის დღის“ გამოცხადებას. იუწყებიან, რომ მოლდავეთის კომუნისტურმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პეტიციით, რომლითაც გიმპუს ბრძანებულების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG