Accessibility links

logo-print

ირანი აგვისტოს ბოლომდე არ აპირებს დასავლეთთან მოლაპარაკების განახლებას


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი მზად არის, დაუბრუნდეს მისი ბირთვული პროგრამის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებას, მაგრამ არა აგვისტოს მიწურულამდე. აჰმადინეჟადის განმარტებით, დაყოვნების მიზანია, დასავლეთს ასწავლონ, როგორ უნდა ელაპარაკოს სხვა ქვეყნებს. ამ შინაარსის განცხადება აჰმადინეჟადმა თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მან იქვე უარყო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ლონ პანეტას განცხადება, რომ, მისი სააგენტოს ვარაუდით, ირანს დაბალ დონეზე გამდიდრებული საკმარისი ურანი აქვს საიმისოდ, რომ ორი ბირთვული იარაღი დაამზადოს, თუ ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებას შეძლებს. მიმდინარე თვეში გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგ, ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე მისი უარის გამო.
XS
SM
MD
LG