Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები. შესაბამისი კანონპროექტით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ, ხოლო კულტურის სამინისტროს გაემიჯნება ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს სტატუსს მიიღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის მიერ ცვლილებათა დამტკიცების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაერქმევა. დეპუტატები ხვალ, სამშაბათს განაგრძობენ ცვლილებების განხილვას და მას, გეგმის მიხედვით, სამშაბათსვე, რიგგარეშე სხდომაზე სამივე მოსმენით დაამტკიცებენ.
XS
SM
MD
LG