Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო, ევროკავშირი და ეუთო ყირგიზეთში გამართულ რეფერენდუმს აქებენ


გაერო, ევროკავშირი და ეუთო ყირგიზეთს აქებენ კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის მშვიდობიან გარემოში ჩატარების გამო. გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის განცხადებით, ეს გარემოება ადასტურებს, რომ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა სურს რამდენიმეკვირიანი ძალადობისა და არეულობის შემდეგ. ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაცია აღნიშნავს, რომ ყირგიზეთის ხელისუფლება დადებით შეფასებას იმსახურებს რეფერენდუმის პროცესის მშვიდობიანად ჩატარების გამო, თუმცა აღირიცხა დარღვევებიც, მათ შორის ბიულეტენების არასწორად დათვლის შემთხვევები. ყირგიზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები თითქმის ყველა ხმის დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ კვირის რეფერენდუმის მონაწილეთა 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა შეთავაზებულ კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცასა და საფუძველს უყრის პირველ საპარლამენტო რესპუბლიკას შუა აზიაში. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო აპრილის საპროტესტო აქციების შედეგად პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG