Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი სენატის წევრების წინაშე წარდგება


გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში აშშ-ის ძალების სარდლად აირჩია, დღეს სენატში დასამტკიცებლად წარდგება. მოელიან, რომ ერაყში მიღწევებით ცნობილი პეტრეუსი სენატის მხარდაჭერას მიიღებს. თუმცა, აგრეთვე მოელიან, რომ მას ბევრ რთულ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში. პეტრეუსი ავღანეთში გენერალ მაკკრისტალს შეცვლის. თავად მაკკრისტალმა უკვე განაცხადა, რომ საერთოდ ტოვებს აშშ-ის არმიას.
XS
SM
MD
LG