Accessibility links

ოტუნბაევა საერთაშორისო მეთვალყურეებს შეხვდება


ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი როზა ოტუნბაევა დღეს საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიას შეხვდება. ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა გასულ კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებების შედეგად ყირგიზეთს აქვს შანსი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო დემოკრატიისკენ გაიკვალოს გზა. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოქტომბერშია დაგეგმილი. ყირგიზეთში ოპოზიცია აცხადებს, რომ რეფერენდუმის მონაცემები საოცრად გაზვიადებული ჩანს იმ სისხლიანი მოვლენების ფონზე, რაც ქვეყანაში მოხდა.

XS
SM
MD
LG