ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, მსაჯების შეცდომებისთვის, ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, გერმანია-ინგლისის მატჩისას, მსაჯმა ინგლისელთა აშკარა გოლი არ ჩათვალა, ხოლო არგენტინა-მექსიკის შეხვედრაში, პირიქით, ჩათვალა არგენტინელთა მიერ წესების დარღვევით გატანილი ბურთი. ბლატერმა, რომელიც მანამდე ვიდეოგამეორების სისტემის დანერგვას ეწინააღმდეგებოდა, განაცხადა, რომ ფიფა იმსჯელებს არბიტრების დასახმარებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.
ყველაზე პოპულარული
1