Accessibility links

logo-print

აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით ათი პირი დააკავეს


გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები

აშშ-ის იუსტიციის უწყებამ განაცხადა, რომ კვირას დააკავეს ათი პირი, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმანობას ეწეოდნენ.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა 10 პირი, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა და მათი მიზანი აშშ-ის მთავრობაში, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში შეღწევა იყო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაკავების შესახებ ორშაბათს გამოაცხადა. სასამართლოს დოკუმენტაციის მიხედვით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "დაიჭირა" რუსეთის საგარეო დაზვერვის გზავნილი, რომელიც აგენტებს აუწყებდა, რომ მათი მთავარი მისია იყო "აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ წრეებთან კონტაქტების მოძიება და ურთიერთობის განვითარება". 10 დაკავებულის გარდა იძებნება კიდევ ერთი პირი, რომელიც აგენტებს ფულს აწვდიდა.

ჯაშუშთა სკანდალის გამო მოსკოვი ვაშინგტონისგან განმარტებებს ელის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მათთვის ჯერჯერობით არაფერი აუხსნიათ. ამასთან, ლავროვმა დასძინა, რომ მომენტი განსაკუთრებული მოხდენილობით შეირჩა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, ვაშინგტონში პრეზიდენტების, ობამას და მედვედევის მოლაპარაკება გაიმართა, ორშაბათს კი, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაპატიმრებულია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 პირი. 9 მათგანს ფულის გათეთრების მცდელობის ბრალდებაც წარუდგინეს.
XS
SM
MD
LG