Accessibility links

logo-print

გაეროს ავღანეთისგან თალიბანის შესახებ მეტი ინფორმაცია სჭირდება


გაერომ განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია, თუკი სურს, რომ გაეროს კომიტეტმა თალიბანის ზოგიერთი წევრი ამოიღოს შავი სიიდან. ამ სიაში მოხვედრილ პირებს უყინავენ საბანკო ანგარიშებს და უკრძალავენ მოგზაურობას. უშიშროების საბჭოს თალიბანის და ალ ყაიდისთვის დაწესებული სანქციების სამეთვალყურეო კომიტეტი სიაში მყოფი პირების 448 გვარს გადასინჯავს. მათგან 137 თალიბანის წევრია. ავღანეთის „დიდი კრების“ წევრებმა მოუწოდეს მთავრობას და მის უცხოელ პარტნიორებს, ამოიღონ ზოგიერთი თალიბის გვარი შავი სიიდან.
XS
SM
MD
LG