Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: აშშ-ის მიერ წაყენებული ჯაშუშობაში ბრალდება ცივი ომის გადმონაშთია


რუსეთის საგარეო საქმეთა სამნისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ათი პირის დაპატიმრება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ცივი ომის გადმონაშთია. სამინისტროს თანახმად, აშშ ბრალდებები უსაფუძვლოა და უღირს მიზნებს ემსახურება. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ერთობ სამწუხაროა, რომ დაპატიმრება მოხდა მაშინ, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვა დაიწყო“. აშშ-ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს ცნობით, ორშაბათს დააკავეს ათი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები და ცდილობდნენ შეეღწიათ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში, მოეპოვებინათ ინფორმაცია აშშ-ის იარაღის, დიპლომატიური სტრატეგიის და პოლიტიკური განვითარების შესახებ. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც ჯაშუშებისთვის ფულის გადაცემა ევალებოდა, იმალება.
XS
SM
MD
LG