Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს პარაგვაის ნაკრებმა დაამარცხა იაპონიის გუნდი, ანგარიშით 5:3. ამ მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მოგვიანებით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა სძლია პორტუგალიის გუნდს მინიმალური ანგარიშით, 1:0. შესაბამისად, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინასლისტებს პარაგვაის და ესპანეთის გუნდები დაემატნენ.
XS
SM
MD
LG