Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი": ბოლო ათი წელი დემოკრატიულობის მხრივ "დაღმასვლის პერიოდი" იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში


უფლებადამცავმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების ამსახველი წლიური ანგარიში, რომელში გამოთქმული შეფასებითაც, ბოლო ათი წელიწადი დემოკრატიული მმართველობისა და ინსტიტუტებისთვის "დაღმასვლის პერიოდი" იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში. ანგარიში ასახავს ვითარებას დემოკრატიულობის მხრივ 29 ქვეყანაში - ცენტრალური ევროპიდან შუა აზიის რესპუბლიკებამდე ტერიტორიაზე. ანგარიშის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის, დაახლოებით, 80 პროცენტს უწევს ცხოვრება ავტორიტარული მმართველობის პრირობებში. "ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიშის მიხედვით, ბალტიის ქვეყნების გარდა, ამ მხრივ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გამონაკლისს წარმოადგენენ უკრაინა და საქართველო.
XS
SM
MD
LG