Accessibility links

logo-print
30 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქეთი გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოში ნარჩენების მართვის პრობლემაზე. საქართველოში არ არის მიღებული ჩარჩო-კანონი, რომელიც ნარჩენების მართვას სრულად დაარეგულირებდა. ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ ამ საკითხის ყველაზე დაბალი დონის გადაწყვეტად ნაგავსაყრელები ითვლება. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლომდე აიცილებდა თავიდან ნაგავსაყრელების საჭიროებას, თუმცა, მიზანი ასეთი ადგილების გამოყენების მინიმალიზაცია უნდა იყოს. გუჯარაიძე თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს ნარჩენების გადამუშავების ბიზნესი, რაც შედეგად გარემოს ნაკლებად დაბინძურებას მოიტანდა.
XS
SM
MD
LG