Accessibility links

logo-print

"თბილავიამშენში" დაგეგმილ ცვილებებზე დეტალური ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი


საზოგადოება "თბილავიამშენის" ხელმძღვანელობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილავიამშენში" განუცხადეს, დაგეგმილია სპეციალური თათბირი, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, "თბილავიამშენის" დირექტორი პანტიკო თორდია თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ინიშნება. თავდაცვის სამინისტროში კი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

XS
SM
MD
LG