Accessibility links

logo-print

პარლამენტში NDI-ის პარლამენტის გაძლიერების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება


საქართველოს პარლამენტში დღეს NDI-ის პარლამენტის გაძლიერების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. პრეზენტაციაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც მიიღებს. NDI-ის პარლამენტის გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ფუნქციის გაუმჯობესებას; პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას; პარლამენტის გამჭვირვალობის და ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას.

XS
SM
MD
LG