Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში დაკავებული რამდენიმე ჯაშუში რისეთის მოქალაქეა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. თუმცა, იქვე ირწმუნება, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები გაითვალისწინებს რუსეთ-ამერიკის პოზიტიურად განვითარებულ ურთიერთობებს, ამის შესახებ განაცხადა გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა: ”პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი. მე დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს ფაქტი არ იმოქმედებს იმ პოზიტიურ ძვრებზე, რომელიც კანასკნელ პერიოდში რუსეთსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს”, - აცხადებს პუტინი. ”როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე იტყობინება, ჯაშუშობაში ბრალდებული 11 ადამიანის დაკავება, არ იქონიებს ზეგავლენას ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG