Accessibility links

თალიბმა თვითმკვლელებმა ჯალალაბადის მახლობლად ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელეს


ავღანეთის აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან არსებულ ნატოს ბაზას თავს დაესხა თალიბთა შეიარაღებული ჯგუფი. ნატოს ოფიციალური წარომადგენელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას თუმცა, აცხადებს, რომ თალიბებმა ვერ მოახერხეს ჯალალაბადის მახლობლად, ნატოს სამხედრო აეროდრომზე შეღწევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აეროდრომის ჭიშკართან ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. ბაზაზე განლაგებული ავღანეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალები, უმეტესად ამერიკელი ჯარისკაცები თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. ზაბიულა მუჯაჰიდის, თალიბების სპიკერის განცახდებით, ნატოს სამხედრო ბაზას ექვსმა თვითმკვლელმა შეუტია. მისივე განცხადებით, აფეთქების შედეგად. ათეულობით ავღანელი და უცხოელი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG