Accessibility links

logo-print

მოსკოვში იმედი აქვთ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობი არ შეიცვლება


მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ჯაშუშთა სკანდალი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის პოზიტიურ განვითარებაზე არ აისახება - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს დღეს განუცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისივე განმარტებით, მოსკოვმა შესაბამისად აღიქვა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის რობერტ გიბსის განცხადება იმის შესახებ, რომ ჯაშუშთა სკანდალი აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის ე.წ. გადატვირთვის პროცესზე არ იმოქმედებს. ვაშინგტონში სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე გიბსმა აღნიშნა, რომ წელიწადზე მეტია აშშ და რუსეთი ერთმანეთისთვის საინტერესო საკითხებზე წარმატებით მუშაობენ. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 10 ადამიანი კვირას აშშ-ში, ერთი ძებნილი კი - სამშაბათს, კვიპროსზე დააკავეს.
XS
SM
MD
LG