Accessibility links

logo-print

გერმანიაში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ


გერმანიის ფედერალური კრება, რომელიც პარლამენტის წევრებსა და გერმანიის მხარეების წარმომადგენლებს აერთიანებს, დღეს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამ პოსტიდან ერთი თვის წინ ჰორსტ კიოლერის გადადგომის შემდეგ. გერმანიის პრეზიდენტი უმეტესწილად წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს, თუმცა, დღევანდელი კენჭისყრა მიჩნეულია იმის ინდიკატორად, რამდენად ძლიერია კანცლერ ანგელა მერკელის პოზიცია. მისმა კოალიციურმა მთავრობამ ქვემო საქსონიის მხარის პრემიერ-მინისტრის, მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე კრისტიან ვულფის კანდიდატურა წამოაყენა. ვულფის მთავარი კონკურენტია იოახიმ გაუკი, ყოფილი აღმოსავლეთგერმანელი დისიდენტი, რომელიც სოციალურ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიების მხარდაჭერით სარგებლობს. მერკელის კოალიციას ფედერალურ კრებაში ყველაზე მეტი დელეგატი ჰყავს, ამდენად, გამარჯვებას კრისტიან ვულფს უწინასწარმეტველებენ. კენჭისყრის პირველ, ან მეორე ტურში გასამარჯვებლად, საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, ხოლო მესამე, ბოლო ტურში - უბრალო უმრავლესობაც კმარა. კენჭისყრა საიდუმლოა.
XS
SM
MD
LG