Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი: აშშ აქტიურადაა ჩართული საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში


ფილიპ გორდონის ცნობით, ჰილარი კლინტონი თბილისში, 5 ივლისს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გორდონმა აღნიშნა, რომ აშშ აქტიურადაა ჩართული საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესში და უსაფრთხოების საკითხებში თბილისთან თანამშრომლობის განვითარებას აპირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილ წვლილს აშშ ძალიან აფასებს. ფილიპ გორდონმა კვლავ დაადასტურა ვაშინგტონის პოზიცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შეასრულოს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეთა შეშვებით იქ არსებული ვითარების გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ”ამ რეგიონებში არსებული სიტუაციით ჩვენ უკმაყოფილო ვართ, რაც პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს ნათლად განუმარტა” - განაცხადა გორდონმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG