Accessibility links

ფილიპინებში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


ფილიპინებში ახალი პრეზიდენტის, ბენინიო აკინოს ინაუგურაცია გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიას დედაქალაქ მანილაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. აკინომ, რომელიც ფილიპინებში მეტად პოპულარული პოლიტიკური მოღვაწეების შვილია, მაისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დაპირებით, რომ სიღარიბესა და კორუფციას შეებრძოლება. ახალი პრეზიდენტის მამა ოპოზიციონერი სენატორი იყო ფერდინანდ მარკოსის დიქტატურის დროს. ის 1983 წელს მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე, ანუ ახალი პრეზიდენტის დედა, კორასონ აკინო 1986 წელს ფილიპინების პრეზიდენტად აირჩიეს მას შემდეგ, რაც სახალხო ამბოხებამ ბოლო მოუღო მარკოსის დიქტატურას.
XS
SM
MD
LG