Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის განცხადებით, საჰაერო რეიდების შედეგად, სულ ცოტა, 15 ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 15 ექსტრემისტი დახოცეს. ამ წყაროს ცნობით, იერიში ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში მეამბოხეების სავარაუდო სამალავების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოფიციალური პირების განცხადებით, განადგურებულია, სულ ცოტა, ექვსი სამალავი. პაკისტანის სამხედრო ძალები რამდენიმე თვეა ბომბავენ ორაკზაის რეგიონს, რომელსაც, სავარაუდოდ, თავს აფარებენ პაკისტანის სხვა, უფრო სამხრეთით მდებარე რეგიონიდან სამხედრო ოპერაციის გამო გაქცეული ექსრტემისტები. სამხედროების განცხადებით, რეგიონი, ძირითადად, გაწმენდილია ექსტრემისტებისაგან, თუმცა მაინც აღირიცხება ძალადობის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG