Accessibility links

logo-print

გერმანიის ფედერალურმა კრებამ ვერც მეორე ტურში აირჩია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი


გერმანიის ფედერალური კრება კენჭისყრის მესამე ტურში შეეცდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას მას შემდეგ, რაც კანდიდატმა, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი ემხრობა, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა კენჭისყრის ვერც პირველ და ვერც მეორე ტურებში. მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიისა და მისი კოალიციური პარტნიორის ოფიციალური კანდიდატურაა კრისტიან ვულფი. პირველი ტურის შედეგად მას 600 ხმა ერგო, ხოლო მეორე ტურის შედეგად - 615 ხმა სულ 1244-ადგილიან ასამბლეაში, რომელიც პარლამენტის წევრებსა და გერმანიის 16 მხარის წარმომადგენლებს აერთიანებს. ოპოზიციური სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა და მწვანეთა პარტიის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, იოახიმ გაუკს პირველ კენჭისყრაში 499 ხმა ერგო, მეორეში კი 490. გაცილებით ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს ულტრამემარცხენე პარტია „დი ლინკეს“ წარმომადგენელი ლუკრეცია იოხიმსენი. კენჭისყრის მესამე რაუნდი დღესვე იმართება და პრეზიდენტად ასარჩევად უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოსტიდან გადადგა პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი.
XS
SM
MD
LG