Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესმა ავღანეთში კოალიციის სარდლად დაამტკიცა გენერალი პეტრეუსი


შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რომელმაც ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების პოსტზე გასულ კვირაში გენერალი დევიდ პეტრეუსი დაამტკიცა. პეტრეუსი ამ პოსტზე შეცვლის გენერალ სტენლი მაკკრისტალს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო კრიტიკის გამო პრეზიდენტმა ობამამ თანამდებობიდან გაგააყენა. ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა გენერალ პეტრეუსს „ნიჭიერი ლიდერი“ უწოდა. პეტრეუსი, რომელიც უწინ ერაყში კოალიციის სარდალი იყო, აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობასა და კოალიციის რიგებში.
XS
SM
MD
LG