Accessibility links

ქართველი ლეიბორისტები პოლონეთიდან დეპორტირებულებს გამოექომაგნენ


საქართველოს ლეიბორისტული პარტია პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, „2 000 ქართველი ემიგრანტი უკვე გამოძევებულია პოლონეთიდან, დანარჩენები კი ლტოლვილთა ბანაკებში, მონურ პირობებში იმყოფებიან.“ მისივე ინფორმაციით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია უკანონო დეპორტაციის შესაჩერებლად პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკის წერილს გაუგზავნის. ქართველი ლეიბორისტები აცხადებენ, რომ დეპორტაციის ნაცვლად არალეგალი ქართველებისთვის უნდა გაიცეს დროებითი ვიზები.
XS
SM
MD
LG