Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტად კრისტიან ვულფი აირჩიეს


კრისტიან ვულფი, მმრათველი ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების კოალიციის კანდიდატი, გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს. ვულფს ხმა მისცა ფედერალური კრების 625-მა წევრმა. ესაა სპეციალური ორგანო, რომელიც ბუნდესტაგის დეპუტატებისა და 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლებისაგან არის შედგენილი და სახელმწიფო მეთაურს ირჩევს. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციის კანდიდატი იოახიმ გაუკი. ვულფმა მხოლოდ არჩევნების მესამე ტურში შეძლო გამარჯვების მიღწევა. ახალი პრეზიდენტის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოსტიდან მოულოდნელად გადადგა პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი.
XS
SM
MD
LG