Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი დღეს ავღანეთში მიემგზავრება


გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდალი დღეს ნატოს შტაბბინაში ალიანსის მაღალჩინოსნებს შეხვდება, რის შემდეგაც ავღანეთში გაემზავრება. შეგახსენებთ, პეტრეუსი აშშ-ის სენატმა ოთხშაბათს დაამტკიცა პოსტზე. მან გენერალი სტენლი მაკკრისტალი შეცვალა. ოთხშაბათს თალიბანმა ავღანეთის სამხრეთში ნატოს უდიდეს საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ივნისი ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ყველაზე დრამატული თვეა საერთაშორისო ძალებისთვის - გასულ თვეში 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, მიმდინარე წელს მსხვერპლის რაოდენობა 320-ს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG