Accessibility links

ჰილარი კლინტონი დღეს აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს იწყებს ტურნეს აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. დღეს ის უკრაინას ეწვევა, შემდეგ დღეებში კი პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს. ამ ქვეყნებში ჰილარი კლინტონი პირველად ჩადის სახელმწიფო მდივნის რანგში. შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კლინტონის ეს ტურნე ზოგიერთ ქვეყანაში მოსკოვთან ე.წ. ”გადატვირთვის” პოლიტიკის გამო შეშფოთების დაცხრობასაც ისახავს მიზნად. უკრაინაში პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე კლინტონი ორმხრივ ურთიერთობაზე იმსჯელებს. ამის შემდეგ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ჰილარი კლინტონი მონაწილეობას მიიღებს ”დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” საიუბილეო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პოლონეთიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ტურნეს კლინტონი 5 ივლისს საქართველოში დაასრულებს.
XS
SM
MD
LG