Accessibility links

ბარაკ ობამა ხელს მოაწერს კანონს ირანის მიმართ სანქციებზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ხელს მოაწერს კანონს ირანის მიმართ ახალი, მკაცრი სანქციების შესახებ. კონგრესის ორივე პალატამ გასულ კვირაში მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიისა და მისი ენერგორესურსების იმპორტის წინააღმდეგ არის მიმართული. კონგრესის ეს ნაბიჯი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების დაწესებას მოჰყვა. კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, იმ ბანკებისთვის, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, ან ირანის ცალკეულ ბანკებთან თანამშრომლობენ, აშშ-ის ფინანსური სისტემა დაიხურება.
XS
SM
MD
LG