Accessibility links

გროზნოში აფეთქების შედეგად დაშავდა 8 ადამიანი


გროზნოს ცენტრში ოთხშაბათს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად რვა პირი დაშავდა. სააგენტო ”ინტერფაქსს” ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაშავდა 5 მილიციელი, ერთი სამხედრო პირი და ორი ქალი. თვითმკვლელმა თავი აიფეთქა გროზნოს ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზთან, სადაც რუსეთის დამსახურებული არტისტის ვალიდა დაგაევას საიუბილეო საღამო იმართებოდა. კონცერტს ესწრებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზად კადიროვიც. თვითმკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია.
XS
SM
MD
LG