Accessibility links

logo-print

მოსკოვში თავს დაესხნენ იაპონელ ჟურნალისტს


მოსკოვში იაპონელ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. ”ინტერფაქსის” ცნობით, ოთხშაბათს დილით მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სახლის სადარბაზოში ორმა პირმა იაპონელი ჟურნალისტი ცემა. მას წაართვეს პასპორტი და მობილური ტელეფონი. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG