Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ადამიანი დაიღუპა თურქ სამხედროებსა და ქურთ მეამბოხეთა შეტაკებისას


თურქეთის მედია იუწყება, რომ თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთში სამხედროებსა და ქურთ სეპარატისტთა შორის შეტაკებისას 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 11 ქურთი მეამბოხე იყო, ერთი თურქი ჯარისკაცი და სამი ქურთი სამხედრო. შეტაკება გასულ ღამეს მოხდა, როცა მეამბოხეები სამხედრო საგუშაგოს დაესხნენ თავს. ბოლო თვეებში სარგძნობლად გახშირდა შეტაკებები თურქეთის ჯარსა და ქურთ მეამბოხეებს შორის.
XS
SM
MD
LG